4 სექტემბერს, ფიფას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ლიეტუვა მალტას უმასპინძლებს.
აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება, რომელსაც ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება, ხოლო ვიდეო რეფერის ასისტენტი - ბაკურ ნინუა.
შეხვედრა კაუნასში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.