სიახლეები

უეფას უმაღლესი კატეგორიის მსაჯების შეხვედრა ჟენევაში

მსაჯები
გაუზიარე

1-3 სექტემბერს, ჟენევაში, უეფას უმაღლესი კატეგორიის მსაჯებისთვის საზაფხულო კურსი გაიმართა. ღონისძიებას უეფას უმაღლესი კატეგორიის ქართველი არბიტრები, გიორგი ყრუაშვილი და გოგა კიკაჩეიშვილი ესწრებოდნენ. 

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს გასული სეზონის საერთაშორისო მატჩებიდან მიღებული გამოცდილება გაუზიარეს და მიიღეს ინფორამცია სიახლეების შესახებ ახალი სეზონისთვის. ამასთან, შემოწმდა მონაწილეთა ფიზიკური მომზადების დონე. 

აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევაა, როდესაც უეფას უმაღლესი კატეგორიების მსაჯთა შეკრებაზე საქართველო ორი მსაჯით იყო წარმოდგენილი. გასული სეზონიდან, გიორგი ყრუაშვილს უეფას მსაჯთა პირველი კატეგორიის სიაში გოგა კიკაჩეიშვილიც შეუერთდა.

შეკრებისას ქართველმა მსაჯებმა წარმატებით ჩააბარეს თეორიული და ფიტნეს ტესტები.