სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ორი ახალი კურსი დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ორი ახალი კურსი დაიწყო. 

9-12 და 15-18 სექტემბერს, სასტუმრო ბომონდ გარდენში, ორივე ჯგუფის პირველი მოდული ჩატარდა. კურსზე ჯამში 32 მონაწილე ირიცხება.

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. კურსი მოიცავს ორ მოდულსა და საგამოცდო მოდულს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას მიერ აღიარებული C ლიცენზია გადაეცემათ.