28 ოქტომბერს, ქალთა ერთა ლიგის პლეი-ოფში თურქეთის ნაკრები კოსოვოს უმასპინძლებს.
უეფას გადაწყვეტილებით, მატჩის დელეგატი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამარ ჭიჭინაძე იქნება.
შეხვედრა თურქეთის ქალაქ იზმირში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.