სიახლეები

დავით მუჯირმა უეფას კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

სფფ
გაუზიარე

მიმდინარე კვირას, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას განვითარების და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. კომიტეტის მუშაობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. 

სხდომაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მწვრთნელთა განათლება იყო. კომიტეტის წევრებმა ქალთა ფეხბურთის განვითარების პროგრამა, ეროვნული სასწავლო კურსები და სხვადასხვა კონფედერაციასთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

კომიტეტმა იმსჯელა ფეხბურთელთა განვითარების საკითხებზე, მათ შორის ევროპული ქვეყნების საფეხბურთო აკადემიებზე, განვითარების ტურნირებსა და HatTrick-ის პროგრამაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე მასობრივი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას, ანალიტიკური და ინოვაციური პროექტების განხორციელებას.

დავით მუჯირი უეფას განვითარების და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას მიმდინარე წლის ივლისიდან იკავებს. 2025 წლის ოქტომბრიდან სფფ-ის გენერალური მდივანი ასევე ფიფას ეროვნული ნაკრებების საშეჯიბრო კომიტეტის წევრია.