საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 28-30 ოქტომბერს, თბილისსა და ქუთაისში უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის საგამოცდო მოდული ჩატარდა.
გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად, უეფას A ლიცენზიის მფლობელი საგანმანათლებლო კურსის მონაწილე 20 მწვრთნელი გახდა.
A ლიცენზიის აღნიშნული კურსი ექვსი მოდულისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. A ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების უმაღლესი კატეგორიის, Pro ლიცენზიის წინა საფეხურია და სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.