ქართველი მსაჯები უეფას სანაკრებო და საკლუბო ტურნირების ასასკობრივ მატჩებს მოემსახურებიან.
3-9 ნოემბერს, მალტაში, 17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მინი-ტურნირზე მზევინარ შარაშანიძე და ქეთევან გაიპარაშვილი იმსაჯებენ. 3 ნოემბერს, მალტისა და ლიეტუვის 17-წლამდე ნაკრებების მატჩზე გაიპარაშვილი მეორე ასისტენტი იქნება, ხოლო შარაშენიძე მეოთხე მსაჯი. 9 ნოემბერს, შვედეთისა და მალტის 17-წლამდე ნაკრებების შეხვედრას მზევინარ შარაშანიძე განსჯის, ხოლო ქეთევან გაიპარაშვილი პირველი ასისტენტი იქნება.
5 ნოემბერს, უეფას ახალგაზრდული ლიგის შეხვედრას განსჯის გიორგი ავაზაშვილი. უნგრეთში, პუშკაშ აკადემიის და ნორვეგიული ბრანის მატჩზე ქართველ არბიტრთან ერთად ზაზა ფიფია და გიორგი გოგოხია იმუშავებენ.
ფიფას მსაჯის ასისტენტი, სოფო წულაია კი, უეფას საერთაშორისო კურსზე იმყოფება. კურსს, რომელიც სპეციალურად ქალი ასისტენტი მსაჯებისთვის ტარდება, 3-6 ნოებმერს, ნიონი მასპინძლობს.