6 ნოემბერს, უეფას ევროპა ლიგის შეხვედრაში ავსტრიული ზალცბურგი ნიდერლანდების წარმომადგენელ გოუ ეჰედ იგლზს უმასპინძლებს.
აღნიშნულ შეხვედრას ქართველი არბიტრები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი ალეკო აფციაური იქნება. შეხვედრა ზალცბურგში გაიმართება და თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
5 ნოემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩზე იმუშავებს ლევან ფანიაშვილი, რომელიც ოლიმპიაკოსისა და პსვ-ს შეხვედრაზე მსაჯთა დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარმოდგენლი.