საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, სასტუმრო რადისონში უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის გადამზადების (Refresh) კურსი მიმდინარეობს.
22-23 დეკემბერს, გადამზადების კურსს A ლიცენზიის მქონე 55 მწვრთნელი გაივლის. კურსის გავლის შემდეგ, მწვრთნელებს ლიცენზიის მოქმედების ვადა სამი წლით გაუხანგრძლივდებათ.
კურსის დაწყებამდე, უეფას A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებს სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ზაზა ზამთარაძემ მიმართეს.
მიმდინარე წლის დეკემბერში გადამზადების კურსი უკვე გაიარეს C და B ლიცენზიის მფლობელმა მწვრთნელებმა. Pro ლიცენზიის გადამზადების კურსი კი, 25-26 დეკემბერს გაიმართება.