სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის გადამზადების კურსი

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, წინანდალში, სასტუმრო რადისონში უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის გადამზადების (Refresh) კურსი ჩატარდა. 

25-26 დეკემბერს, გადამზადების კურსი Pro ლიცენზიის მქონე 41 მწვრთნელმა გაიარა. კურსის გავლის შემდეგ, მწვრთნელებს ლიცენზიის მოქმედების ვადა სამი წლით გაუხანგრძლივდათ. 

კურსის მონაწილეებს სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა, გოჩა თამაზაშვილმა სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა. 

მიმდინარე წლის დეკემბერში გადამზადების კურსი უკვე გაიარეს C, B და A ლიცენზიის მფლობელმა მწვრთნელებმა.