27 დეკემბერს, 20:00 საათზე, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, GFF Awards 2025 გაიმართება.
GFF Awards 2025-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:
- 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი
- 2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
- 2025 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე
- 2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
- 2025 წლის საუკეთესო მსაჯი
- ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2025 წლის საუკეთესო 17-წლამდე და 19-წლამდე მოთამაშეებისთვის
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულები გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ. ნომინაციების შესაბამისად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ნაკრების ყოფილმა და მოქმედმა ფეხბურთელებმა, ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანების წარმომადგენლებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრებმა, ასევე ქალთა და ფუტსალის კლუბებმა, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბების წარმომადგენლებმა გამოავლინეს.
ღონისძიების პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის იუთუბის არხზე შემოგთავაზებთ.
17:00 საათიდან, სასტუმრო პარაგრაფ თბილისი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას უმასპინძლებს.
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტაციის მისაღებად, 26 დეკემბრის ჩათვლით, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე - [email protected]. ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.