27 დეკემბერს, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2025 გაიმართა.
წლის შემაჯამებელი ღონისძიება ლევან კობიაშვილის სიტყვით დაიწყო. სფფ-ის პრეზიდენტმა ფეხბურთის ფედერაციაში 10-წლიანი მოღვაწეობის პერიოდი შეაფასა, ისაუბრა ქართული ფეხბურთის მთავარ მიღწევებზე, მათ შორის, ისტორიულ ევრო 2024-ზე, ახალგაზრდული, ფუტსალისა და ქალთა ნაკრებების პროგრესზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო წარმატებებზე. ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებსა და სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ სფფ-ის გუნდი ახალი წარმატებებისთვის აგრძელებს მუშაობას.
სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე.
GFF Awards 2025-ის ნომინაციებში რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ქალთა ლიგის და ფუტსალის ლიგის კლუბების წარმომადგენლებმა.
გამარჯვებულებისთვის სპეციალური ჯილდოები დააწესა კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ. კომპანიის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე ჩივაძის სახელობის 17 და 19-წლამდე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 3, 5 და 10 ათასი ლარის ოდენობით. საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში გამარჯვებულს 10 ათასი ლარი, ხოლო წლის საუკეთესო აზალგაზრდა ფეხბურთელს და ფუტსალის საუკეთესო მოთამაშეს 15 ათასი ლარი გადაეცა. საუკეთესო ქალ და კაც ფეხბურთელებს - 50 ათასი ლარი.
ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U17
ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U19

2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - გიორგი კვერნაძე

2025 წლის საუკეთესო მსაჯი - გოგა კიკაჩეიშვილი

2025 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ღავთაძე

2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - თეონა ბაქრაძე

2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია
