საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ბექა გოცირიძის გარდაცვალების გამო.
ბექა გოცირიძე წლების განმავლობაში იცავდა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას. ეროვნულ გუნდში კი, 2008 წლიდან 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თანაუგრძნობს ბექა გოცირიძის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ მძიმე დანაკარგის გამო.