სიახლეები

დავით მუჯირი და რამაზ სვანაძე ქართული კლუბების მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში აკვირდებიან

სფფ
გაუზიარე

სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ანტალიაში იმყოფებიან, სადაც ქართული კლუბების ნაწილი ახალი სეზონისთვის ემზადება.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი რამაზ სვანაძესთან ერთად ქართული კლუბების ამხანაგურ მატჩებს ესწრება. ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 21-წლამდე ნაკრების კანდიდატებს აკვირდება.

სფფ-ის წარმომადგენლები უკვე დაესწრნენ მეშახტეს, სამგურალის, იბერია 1999-ის, გაგრას, დინამო თბილისის და რუსთავის ამხანაგურ შეხვედრებს. უახლოეს დღეებში დავით მუჯირი და რამაზ სვანაძე კიდევ რამდენიმე ამხანაგურ მატჩს დაესწრებიან. 

  • საფეხბურთო კლუბ სამგურალის ფოტოები