სიახლეები

სამსაჯო განყოფილების შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

მსაჯები
გაუზიარე

20 თებერვალს, სასტუმრო პულმანში სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ინიციატივით გაიმართა შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. 

შეხვედრის ფარგლებში, სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯუნეტ ჩაქირმა მედიის წარმომადგენლებისთვის ვორქშოფი გამართა. საუბარი შეეხო თამაშის წესებში შეტანილ ცვლილებებს, VAR-ის მუშაობის პრინციპებს და სხვა მნიშვნელოვან სამსაჯო საკითხებს.

შეხვედრას მედიის წარმომადგენლებთან ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კომენტატორები ესწრებოდნენ.