სიახლეები

სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

24 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. 

აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელეს. მათ შორის, დამტკიცდა საქართველოს 2026 წლის საშეჯიბრო დებულება და სკოლების კატეგორიზაციის დებულება. აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს ასევე გააცნეს 2026 წლის ეროვნული ლიცენზირების შედეგები. 

ამასთან, ცვლილებაა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფორმატში, სადაც 2026 წლიდან იმოქმედებს გუნდების განთესვის სისტემა და გათამაშების დაწყებამდე შედგება სატურნირო ბადე.