სიახლეები

ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან

მსაჯები
გაუზიარე

17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. თეონა სტურუა და ელენე ელოშვილი B6 ჯგუფის ორ შეხვედრას განსჯიან. 

1 მარტს, ქართველი მსაჯები ანდორა - ისრაელის შეხვედრაზე იმუშავებენ, ხოლო 4 მარტს - ისრაელისა და ალბანეთის 17-წლამდე ნაკრებების მატჩზე. 

პირველი შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე მატჩი - 17:00 საათზე.