კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალება მძიმე ტკივილი, დიდი მწუხარება და განუზომელი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის.
ვუთანაგრძნობთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და სრულიად საქართველოს. მისი სახით ერმა დაკარგა ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში სულიერ გზამკვლევად და ერთიანობის საყრდენად გვევლინებოდა.
პატრიარქის მოღვაწეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ეროვნული ფასეულობების დაცვასა და საზოგადოების გაძლიერებაში, ხოლო მისი სიტყვა და დამოკიდებულება ადამიანების მიმართ ბევრისთვის რჩება ცხოვრების მაგალითად.
ვიზიარებთ საერთო ტკივილს და ვუსამძიმრებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.