სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მერვე მოდული ნიონში

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას Pro ლიცენზიის კურსის მერვე მოდული გაიმართა.

16-19 მარტს, კურსის დასკვნითი მოდულის ფარგლებში მწვრთნელები ნიონში, უეფას შტაბბინაში იმყოფებოდნენ. პროგრამით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო კურსებს დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრებში სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელ მწვრთნელებთან ერთად.

PRO ლიცენზიის კურსზე სწავლობდნენ ეროვნული და ასაკობრივი გუნდების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები, ასევე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბებისა და აკადემიების მწვრთნელები. კურსი 8 მოდულისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. საგამოცდო მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსის მონაწილეებს საერთაშორისო დონეზე აღიარებული უეფას ლიცენზია გადაეცემათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციის წევრია და სფფ-ის ეგიდით სამწვრთნელო განათლების ყველა დონის კურსი იმართება. სფფ-ის მიერ ორგანიზებული კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს უეფას წევრ ქვეყნებში შეუძლია შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.