საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კიდევ ერთი ახალი კურსი დაიწყო.
24-27 მარტს, მიმდინარე წლის რიგით მეოთხე კურსის პირველი მოდული გაიმართა. კურსზე 28 მონაწილე ირიცხება. უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან.
კურსი მოიცავს ორ მოდულსა და საგამოცდო მოდულს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას მიერ აღიარებული C ლიცენზია გადაეცემათ.