სიახლეები

უეფას C ლიცენზიის კურსის ორი ჯგუფისთვის მეორე მოდული გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ორი კურსის ფარგლებში მეორე მოდული გაიმართა.

6-9 და 15-18 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ორივე ჯგუფმა მეორე მოდული გაიარა. კურსის ორ ჯგუფში ჯამში 56 მონაწილე ირიცხება.

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. პროგრამა შედგება ორი მოდულისა და საგამოცდო ეტაპისგან. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას მიერ აღიარებული C ლიცენზია გადაეცემათ.