საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 20-22 აპრილს, მიხეილ მესხის სტადიონზე უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მესამე მოდული გაიმართა.
კურსის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. A ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის წინა საფეხურია და სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.
მსმენელებს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.