საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსი გრძელდება.
23-25 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კურსის მესამე მოდული გაიმართა. კურსი 17 მონაწილეა დარეგისტრირებული.
აღნიშული კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მსმენელებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.