2 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საფეხბურთო ღია კარის დღე გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში 15 წლამდე ასაკის გოგონებმა სხვადასხვა სახის საფეხბურთო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში ჩატარებულ ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი დაესწრო.
#WePlayStrong პროექტის ფარგლებში რეგულარული ვარჯიშები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრებში, ქვეყნის მასშტაბით იმართება. საწვრთნელ პროცესს ლიცენზირებული მწვრთნელები ხელმძღვანელობენ.