საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 15-წლამდე გოგონათა ლიგის 2026 წლის სეზონი დაიწყო.
2026 წლის გათამაშებაში 14 გუნდი მონაწილეობს, საიდანაც 8 აღმოსავლეთის ჯგუფში, ხოლო 6 დასავლეთის ჯგუფში ასპარეზობს. 2 მაისს, პირველი ტურის ოთხი მატჩი აღმოსავლეთის ჯგუფში გაიმართა. დასავლეთის ჯგუფის გათამაშება 23 მაისს დაიწყება.
ტურნირის გახსნით მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, აკაკი ალადაშვილი დაესწრო და მონაწილეებს წარმატებული სეზონი უსურვა.
15-წლმადე გოგონათა ლიგის სატურნირო ცხრილი, გათამაშების შედეგები და მატჩების კალენდარი იხილეთ ბმულზე.