სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მეორე ჯგუფის მესამე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის პირველი ჯგუფის მესამე მოდული გაიმართა.

28 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, მესამე მოდული მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. B ლიცენზიის მიმდინარე კურსი 61 მსმენელისგან შემდგარი სამი ჯგუფისგან შედგება. კურსის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. სასწავლო პროგრამის დასრულებისა და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მსმენელებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.