სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მესამე ჯგუფის მეორე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მესამე ჯგუფისთვის მეორე მოდული ჩატარდა.

4-დან 7 მაისის ჩათვლით, მონაწილეებმა პროგრამით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს. აღნიშნულ კურსზე, რომელიც სამ ჯგუფად მიმდინარეობს, ჯამში 61 მსმენელია ირიცხება.

B ლიცენზიის კურსის სასწავლო პროგრამა სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. კურსის დასრულებისა და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მონაწილეებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზიები გადაეცემათ.