სიახლეები

ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის გათამაშებას უმასპინძლებს

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

15 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით, ბათუმის ქვიშის არენაზე ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის B დივიზიონის გათამაშება გაიმართება. 

საქართველოს ნაკრებთან ერთად, A დივიზიონში გადასასვლელად ლატვია, რუმინეთი, აზერბაიჯანი, მალტა, ინგლისი, ნორვეგია და სლოვაკეთი იბრძოლებენ. A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები რუმინეთი, მალტა და ნორვეგია იქნებიან.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა, სადაც A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, ხოლო B ჯგუფის გამარჯვებული — A ჯგუფის მეორეადგილოსანს. ფინალში გასული ორივე გუნდი 2027 წლის სეზონისთვის A დივიზიონში დაწინაურდება.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: ტურნირზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 12 ივლისის ჩათვლით [email protected]-ზე. 

ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაციის ოფიციალური წერილის გარეშე გამოგზავნილი მოთხოვნები არ განიხილება.