სიახლეები

27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება

სუპერთასი
გაუზიარე

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2026 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 27 ივნისს გაიმართება. 

გათამაშებაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობს: მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999, ვიცე-ჩემპიონი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გორის დილა და ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდები - ტორპედო ქუთაისი და დინამო თბილისი.

ნახევარფინალურ ეტაპზე იბერია 1999 დინამო თბილისს, ხოლო გორის დილა ტორპედოს უმასპინძლებს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. 

იბერია 1999 - დინამო თბილისი | მიხეილ მესხი | 19:00
 

  • არბიტრი - ცოტნე სამსონაშვილი
     
  • პირველი ასისტენტი - ზვიად ბლიაძე
  • მეორე ასისტენტი - გიორგი გოგოხია
     
  • მეოთხე მსაჯი - ირაკლი კვირიკაშვილი
     
  • ვიდეო მსაჯი - გიორგი ავაზაშვილი
  • ვიდეო მსაჯის ასისტენტი - დავით ახვლედიანი

დილა - ტორპედო | თენგიზ ბურჯანაძე | 21:00
 

  • არბიტრი - ალეკო აფციაური
     
  • პირველი ასისტენტი - დავით ჩიგოგიძე
  • მეორე ასისტენტი - ბორის ჟვანია
     
  • მეოთხე მსაჯი - ჯენერი ხორავა
     
  • ვიდეო მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი
  • ვიდეო მსაჯის ასისტენტი - გურამ მაჩიტიძე