სიახლეები

უეფა C ლიცენზიის მესამე კურსი დასრულდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მესამე ჯგუფის კურსი საგამოცდო მოდულით დასრულდა. 

22-24 ივნისს, საგამოცდო მოდულის პრაქტიკული და თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, უეფას C ლიცენზია 28 მწვრთნელმა აიღო. 

სფფ-ის ორგანიზებით წელს მიმდინარე C ლიცენზიის კურსის ოთხ ჯგუფში ჯამში 114 მონაწილე ირიცხება. კურსის პროგრამა შედგება ორი მოდულისა და საგამოცდო ეტაპისგან.