სიახლეები

საქართველოს თასზე შვიდი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა

გაუზიარე

1 და 2 აგვისტოს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის შვიდი 1/8-ფინალური შეხვედრა გაიმართა. 

1/4-ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება გაგრამ, არაგვმა, ტორპედომ, დინამო ბათუმმა, დილამ, სამგურალმა და რუსთავმა მოიპოვეს. კიდევ ერთი მერვედფინალისტი სამტრედიას და იბერია 1999-ის გადადებულ შეხვედრაში გამოვლინდება. მატჩი 3 სექტემბერს შედგება და სწორედ ამ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი გახდება რუსთავის მეტოქე მომდევნო ეტაპზე. სამი მეოთხედფინალური შეხვედრა კი 26 აგვისტოს შედგება. 

  • გაგრა - არაგვი
  • ტორპედო - დინამო ბათუმი
  • დილა - სამგურალი

განვლილი მატჩების შედეგების, სტატისტიკური მონაცემებისა და 1/4-ფინალური ეტაპის მატჩების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ხილვა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

საქართველოს თასის 2026 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.