სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჯანი ინფანტინოს კანდიდატურის მხარდაჭერა ოფიციალურად გაიწვია

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ოფიციალური წერილით მიმართა და FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯანი ინფანტინოს კანდიდატურის მხარდაჭერა უკან გაიწვია.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აუქმებს 2026 წლის 1 ივნისს გაგზავნილ მხარდაჭერის წერილს, რომლითაც სფფ მხარს უჭერდა ჯანი ინფანტინოს კანდიდატურას FIFA-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე, 2027 წელს, კიდევ ოთხი წლის ვადით არჩევასთან დაკავშირებით.