საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების A და B ლიცენზიის კურსებზე რეგისტრაცია დაიწყო.
A ლიცენზიის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს, გთხოვთ, შევსოთ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა. B ლიცენზიის კურსზე რეგისტრაციისთვის კი გთხოვთ გამოიყენოთ აღნიშნული ბმული.
კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. განაცხადების მიღება 7 სექტემბერს დასრულდება.