საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ორი ახალი კურსი დაიწყო.
31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით და 7-10 სექტემბერს, ორივე ჯგუფის პირველი მოდული გაიმართა. კურსის ორ ჯგუფში, ჯამში 61 მონაწილე ირიცხება.
უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. კურსი მოიცავს ორ მოდულსა და საგამოცდო მოდულს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას მიერ აღიარებული C ლიცენზია გადაეცემათ.