საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის ორი კურსი დასრულდა.
17-20 და 24-27 აგვისტოს, B ლიცენზიის კურსისი დასკვნითი, საგამოცდო მოდული გაიმართა. სასწავლო პროგრამის დასრულების და გამოცდების წარმატებით დასრულების შედეგად, ორივე კურსის ჯამში 41-მა მონაწილემ უეფას საერთაშორისო კატეგორიის B ლიცენზია მიიღო.
უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.