საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მესამე ჯგუფისთვის მეოთხე მოდული ჩატარდა.
14-17 სექტემბერს, მონაწილეებმა პროგრამით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს. აღნიშნულ კურსზე, რომელიც სამ ჯგუფად მიმდინარეობს, ჯამში 61 მსმენელია ირიცხება.
B ლიცენზიის კურსის სასწავლო პროგრამა სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. კურსის დასრულებისა და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მონაწილეებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზიები გადაეცემათ.