სიახლეები

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს განსჯიან

მსაჯები
გაუზიარე

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას განსჯიან. 

2 ოქტომბერს, ანდორის ახალგაზრდული ნაკრები მოლდოვას უმასპინძლებს. შეხვედრის მთავარი არბიტრი ალეკო აფციაური იქნება. მას ასისტენტობას დავით ჩიგოგიძე და ბორის ჟვანია გაუწევენ, ხოლო მეოთხე არბიტრი კობა რევაზაშვილი იქნება.  მატჩი ანდორა ლა ველაში, ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. 

6 ოქტომბერს, ამავე ტურნირის შეხვედრას ლუქსემბურგისა და ესტონეთის 21-წლამდე ნაკრებებს შორის გიორგი ავაზაშვილი განსჯის. მისი ასისტენტები დავით ახვლედიანი და ზვიად ბლიაძე იქნებიან, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციას ცოტნე სამსონაშვილი შეასრულებს. ლუქსემბურგისა და ესტონეთის დაპირისპირება 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.