სიახლეები

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

მსაჯები
გაუზიარე

5 ოქტომბერს ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან.

C ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში კვიპროსის ნაკრები ლატვიას უმასპინძლებს. მატჩის მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება, მისი ასისტენტები კი ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი.

შეხვედრაზე ვიდეორეფერის ფუნქციას ალეკო აფციაური შეასრულებს, მისი ასისტენტი კი კობა რევაზაშვილი იქნება. მეოთხე მსაჯი - ირაკლი ხერხაძე.

კვიპროსისა და ლატვიის ნაკრებების დაპირისპირება ნიქოზიაში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.