დღეს, თბილისში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი - გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გიორგის ეროვნულ გუნდში დებიუტი 1992 წელს კაუნასში, ლიეტუვის წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ ნემსაძემ ეროვნულ ნაკრებში 69 მატჩი ჩაატრა, მათ შორის 42 კაპიტნის რანგში.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ეროვნული ნაკრების თითოეული წევრის სახელით თანაუგრძნობს გიორგი ნემსაძის ოჯახს და ახლობლებს.