27 ოქტომბერს, გაგრასა და რუსთავს შორის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩის სამსაჯო ბრიგადაში ცვლილებაა.
უეფას მსაჯთა გადამზადების პროგრამაში მონაწილეობის გამო, გიორგი ავაზაშვილის ნაცვლად, მატჩის ვიდეო რეფერი კობა რევაზაშვილი იქნება.
გაგრასა და რუსთავს შორის ნახევარფინალური შეხვედრა 27 ოქტომბერს, თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე გაიმართება.