სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის ორი ახალი კურსი დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის ორი ახალი კურსი დაიწყო.

26-29 ოქტომბერს და 2-5 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კურსის პირველი მოდული გაიმართა. კურსის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თითოეულ კურსზე 20 მსმენელი ირიცხება. 

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მსმენელებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.