სიახლეები

ვაშინგტონის ტურნირზე

გაუზიარე

ამაღამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება საქართველოს 17–წლის ფეხბურთელთა ნაკრები, რომელიც ვაშინგტონის "ტილანი ტროპის" ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს.

კობა ჟორჟიკაშვილის გუნდთან ერთად მოიწვიეს ლონდონის "ვესტ ჰემ იუნაიტედი"–ს და იოჰანერბურგის "კაიზერ შიდი"ს საფეხბურთო აკადემიების, აგრეთვე ვაშინგტონისა და ვირჯინიის შტატის ქალაქ ანანდალის გუნდები.

სავარაუდოდ, მეექვსე მონაწილე ჩილედან ჩამოვა ან მასპინზელთა კიდევ ერთი გუნდი იქნება.

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ტურნირი 27 მარტს დაიწყება და 2 აპრილს დამთავრდება.