სიახლეები

ევრო 2010 შესარჩევი ტურნირი საქართველოს ნაკრებ

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში იასპარეზებს: გიორგი დევდარიანის გუნდმა შოტლანდიაში გამართულ შესარჩევ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.



ქართველმა ყმაწვილებმა ბრიტანეთში სამი შეხვედრა ჩაატარეს: 20 ოქტომბერს პორტუგალიასთან 0:2 დამარცხდნენ, 22 ოქტომბერს მასპინძელთა ნაკრებს 2:1 სძლიეს, 25 ოქტომბერს კი, პრინციპულ შეხვედრაში კვიპროსს 4:2 მოუგეს.



”ელიტ-რაუნდში გასვლით უბედნიერესი ვარ! ჩემმა ფეხბურთელებმა ბევრი იშრომეს, რაც დაუფასდათ კიდეც. ჩვენ შემტევ და სანახაობრივ სტილს მივდევთ და ორმაგად სასიხარულოა, რომ ქართულმა ფეხბურთმა ეს წარმატება ჩვეული ტაქტიკით მოიპოვა,” - განაცხადა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა გიორგი დევდარიანმა. ხაზგასასმელია, რომ ეს გიორგი დევდარიანის გუნდის პირველი წარმატება არაა: აგვისტოში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლიტვის ქალაქ პალანგაში გამართული საერთაშორისო ტურნირი მოიგო.



ცნობისათვის: ელიტ-რაუნდის თამაშები გაისად, მარტში გაიმართება, მეტოქეთა ვინაობა კი 9 დეკემბერს დაგეგმილი წილისყრის შემდეგ გახდება ცნობილი. ევროპის 2010 წლის ჩემპიონატს 2010 წლის მაისში ლიხტენშტაინი უმასპინძლებს.



* * *



ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. 20 ოქტომბერი, 2009. შოტლანდია, სტირლინგი, ”ფორსბენქ სთედიუმი”. 100

პორტუგალია 2:0 საქართველო

გოლები: 1:0 რ.ს.ესგაიო (28), 2:0 ე.ნავალ კოშტა (77, პენ)

პორტუგალია: ა.მ.დიაშ ფერეირა, პ.მ.ბალთაზარ ალმეიდა, ტ.ე.კ.ალმეიდა ფერეირა, ტ.პ.ფიგუეირედო, რ.ს.ესგაიო, ჟ.მ.ე.ნავალ კოშტა, ა.ა.კოელიო, მ.ბ.ფონსეკა (პ.ჟ.გომეშ პერეირა 76), დ.სანტოს მარტინში, ს.მ.სილვა (ა.ტუენა ბანია 61), ჟ.კ.ვ.ტეიშეირა (რ.ა.კოელიო სილვა 80)

მწვრთნელი: რუი ფერნანდო სილვა კალაპეშ პატრისიუ ბენტუ

საქართველო: დ.ლეგაშვილი, რ.მაჭავარიანი (კ.ზარნაძე 66), გ.გაგნიძე, ა.ტვილდიანი, ო.დოლიძე, ვ.ყაზაიშვილი (ა.რეხვიაშვილი 66), დ.ხოჭოლავა, გ.ჭანტურია, ლ.კოშაძე, ლ.პარუნაშვილი (დ.სხირტლაძე 51), გ.ხუბუა

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: დ.სხირტლაძე

მსაჯები: გ.სიდენკო (მოლდოვა); ო.მოლჩანოვი (მოლდოვა), ე.ტეიტი (შოტლანდია)





ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. 22 ოქტომბერი, 2009. შოტლანდია, კირკელდი, ”სტარკ პარკი”. 200

შოტლანდია 1:2 საქართველო

გოლები: 0:1 გ.ჭანტურია (8), 1:1 კ.მაკგრეგორი (40), 1:2 დ.სხირტლაძე (52)

შოტლანდია: რ.ტომფსონი, ფ.მულენი, კ.მაკჰიტი, გ.ჰაჩისონი (კ.მაკოსლანდი 54), გ.მაკგრეგორი, დ.მაკგაჩი, კ.მაკგრეგორი, ჯ.იანგი, კ.რამსეი, ი.ფერუზი (დ.სმიტი 69), ნ.მეინი (ჯ.უოლქერი 73)

მწვრთნელი: როს მეტი

საქართველო: დ.ლეგაშვილი, გ.გაგნიძე, ა.ტვილდიანი (რ.მაჭავარიანი 61), ო.დოლიძე, ვ.ყაზაიშვილი, დ.ხოჭოლავა, გ.ჭანტურია, ლ.კოშაძე, ლ.პარუნაშვილი (ლ.არველაძე 71), დ.სხირტლაძე (გ.ხუბუა 76), ც.ხარაბაძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: დ.ხოჭოლავა, ა.ტვილდიანი, ჯ.იანგი, გ.ჭანტურია

მსაჯები: რ.ტრუცი (სლოვაკეთი); რ.სლუკი (სლოვაკეთი), ო.მოლჩანოვი (მოლდოვა)





ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. 25 ოქტომბერი, 2009. შოტლანდია, სტირლინგი, ”ფორსბენქ სთედიუმი”. 100

კვიპროსი 2:4 საქართველო

გოლები: 0:1 გ.გაგნიძე (30), 0:2 დ.სხირტლაძე (37), 1:2 პ.სოტირიუ (38), 2:2 ა.ხაციგეორგიუ (50), 2:3 გ.ჭანტურია (61), 2:4 გ.ჭანტურია (70)

მე-6 წუთზე ნ.ენგლეზუმ (კვიპროსი) ვერ გაიტანა პენალტი

კვიპროსი: ა.დანილი, ა.ხაციგეორგიუ, მ.ხრისტოფი (ნ.ეფტიმიუ 76), ა.კალიფომატოსი, დ.კიპრიანუ (პ.ფოკლასი 74), მ.ანდრეუ (ა.ადამუ 59), პ.სოტირიუ, კ.ლაიფისი, ნ.ენგლეზუ, კ.კასტანასი, ზ.თეოდორუ

მწვრთნელი: გეორგიოს კონსტანტინუ

საქართველო: დ.ლეგაშვილი, გ.გაგნიძე, ა.ტვილდიანი, ო.დოლიძე, ვ.ყაზაიშვილი, დ.ხოჭოლავა, გ.ჭანტურია, ლ.კოშაძე (ლ.არველაძე 78), ლ.პარუნაშვილი (დ.დრიაევი 80), დ.სხირტლაძე (გ.ხუბუა 72), ც.ხარაბაძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: დ.ლეგაშვილი, კ.კასტანასი, მ.ხრისტოფი, დ.ხოჭოლავა, ა.ადამუ

გაძევება: დ.ხოჭოლავა (40)

მსაჯები: გ.სიდენკო (მოლდოვა); ო.მოლჩანოვი (მოლდოვა), ე.ტეიტი (შოტლანდია)