სიახლეები

პალანგის საერთაშორისო ტურნირი ბელარუსი 0:1 საქარ

გაუზიარე

დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლიტვის ქალაქ პალანგაში, საერთაშორისო ტურნირზე მეორე შეხვედრა ჩაატარა და გაიმარჯვა - გიორგი დევდარიანის გუნდმა ბელარუსს ლევან კოშაძის გოლით 1:0 სძლია.



ქართველმა ყმაწვილებმა ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე გაიტანეს: ოთარ დოლიძის ზუსტი, გრძელი გადაცემის შემდეგ ლევან კოშაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა, კარის დარაჯიც მოატყუა და გუნდი დააწინაურა - 1:0.



მატჩი საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა ისევე როგორც პირველ შეხვედრაში, საგოლე მომენტების უმრავლესობა სათანადოდ ვერ დაგვირგვინდა: გოლის გატანის კარგი შანსი გაუშვეს ხელიდან იმავე ლევან კოშაძემ (რამდენჯერმე), ვაკო ყაზაიშვილმა, დავით სხირტლაძემ, გიორგი ხუბუამ...



ზეგ ლატვიის და ბელარუსის ნაკრებთა მატჩი შედგება და იმ შემთხვევაში, თუ თამაში ფრედ დასრულდა ან ბელარუსმა მოიგო, საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს. ლატვიელთა ორი ან მეტი ბურთის გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე ბალტიისპირელები გავლენ, ლატვიელთა 1:0 გამარჯვებისას კი პირველადგილოსანი კენჭისყრით გაირკვევა.



19 აგვისტო, 2009. საერთაშორისო ტუნირი. ლიტვა, პალანგა, ”კრეტინგოსი”. 50

ბელარუსი 0:1 საქართველო

გოლი: 0:1 ლ.კოშაძე (10)

საქართველო: დ.ლეგაშვილი, რ.მაჭავარიანი (ც.ხარაბაძე 58), გ.გაგნიძე, ო.დოლიძე, ა.ტვილდიანი, გ.ხუბუა, ვ.ყაზაიშვილი, ლ.კოშაძე, ლ.არველაძე (კ.ზარნაძე 63), დ.სხირტლაძე (ლ.პარუნაშვილი 50), ს.ქავთარაძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: გ.ხუბუა