სიახლეები

საქართველოს ნაკრების ტურნე სლოვენიასა და ხორვატი

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თებერვლის დასაწყისში სლოვენიასა და ხორვატიაში ოთხ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 3 და 5 თებერვალს სლოვენიის 17-წლამდელთა გუნდს ორჯერ გაეჯიბრება, 8 და 10 თებერვალს კი ასევე ორჯერ შეხვდება ხორვატიის 17-წლამდელთა ნაკრებს.



გელა შეყილაძის გუნდი 2 თებერვალს ჩავა იტალიის ქალაქ ტრიესტში, საიდანაც სლოვენიის საკურურტო ქალაქ ანკარანში გაემგზავრება და სასტუმრო ”ადრია კონვენტში” დაბინავდება. სლოვენიის 17-წლამდელთა ნაკრებთან ორივე შეხვედრა ქალაქ კოპერში შედგება.



ჩვენი გუნდი 6 თებერვალს ავტობუსით გაემგზავრება ხორვატიაში და ასევე საკურორტო ქალაქ უმაგში, სასტუმრო ”სოლ გარდენ ისტრაში” დაბინავდება.



საქართველოს დელეგაცია შინ ზაგრები-მიუნხენი-თბილისი-ს ავიარეისით 11 თებერვალს დაბრუნდება.