სიახლეები

ამხანაგური მატჩი ხორვატია 4:1 საქართველო

გაუზიარე

დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატიის ქალაქ უშაგში მასპინძელთა 17-წლამდელთა ნაკრებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 1:4 დამარცხდა. ჩვენი გუნდის ისტორიაში ეს რიგით მე-100 მატჩი იყო.



გელა შეყილაძის გუნდმა ხორვატების წინააღმდეგ ამ შემადგენლობით იასპარეზა:

გ.აზნიაშვილი, ც.ხარაბაძე, ბ.მირცხულავა (დ.კუბლაშვილი 74), ნ.კვეკვესკირი, ნ.აფაქიძე (გ.ჭანტურია 43), მ.კობახიძე, ა.სირბილაძე, გ.ჩელებაძე (ლ.ჩაფიძე 41), ნ.ძალამიძე, ბ.დეკანოიძე, გ.კუხიანიძე



ქართველ ფეხბურთელთაგან ერთადერთი გოლი დეკანოიძემ ჭანტურიას პასით გაიტანა და ერთი ბურთით შეამცირა მასპინძელთა უპირატესობა - 1:2. ხორვატებმა პირველი ტაიმი 30-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგეს, 42-ე, 66-ე და 71-ე წუთებზე კი კიდევ სამი ბურთი გაიტანეს.



ადგილობრივმა მსაჯმა ცოტნე ხარაბაძე და გიორგი ჩელებაძე გააფრთხილა. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები შინ 12 თებერვალს, გამთენიისას დაბრუნდება.