სიახლეები

ამხანაგური მატჩი “ავსტრია 2” (კერტენი, ავსტრია)

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც 22-27 სექტემბერს ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებს ჩაატარებს უნგრეთში, დღეს ავსტრიის ქალაქ ბად-ბლეიბერგში საწვრთნელ შეკრებაზე მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.



გელა შეყილაძის გუნდმა, რომელიც 1992 წელს დაბადებული ყმაწვილებითაა დაკომპლექტებული, საფეხბურთო კლუბ ”აუსტრიას” ახალგაზრდულ შემადგენლობას 2:1 სძლია.



ქართველმა ჭაბუკებმა ორივე გოლი შესვენებამდე გაიტანეს: 30-ე წუთზე შესანიშნავად განახორციელეს კონტრშეტევა და ნიკა ძალამიძემ, ირაკლი შეყილაძის პასის შემდეგ, თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. 33-ე წუთზე უკვე ირაკლი შეყილაძემ გაიტანა გოლი - საგოლე პასი კოტე გაბაშვილმა შეასრულა. მასპინძლებმა 70-ე წუთზე გაქვითეს ერთი გოლი - ავსტრიელებმა მეკარის და მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლეს.



მთელი თამაში გელა შეყილაძის გუნდის უპირატესობით მიმდინარეობდა: ირაკლი შეყილაძეს, რომელმაც წინა შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა, ორჯერ შეეძლო გოლის გატანა, ნიკა ძალამიძემ, ლაშა ჩაფიძემ და დავით ხოჭოლავამ კი თითო კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს.



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები უნგრეთში 20 სექტემბერს, დილით გაემგზავრება.



* * *



17 სექტემბერი, 2008. ამხანაგური მატჩი. ავსტრია, ბად-ბლეიბერგი

”აუსტრია 2” (კერტენი, ავსტრია) 1:2 საქართველო

გოლები: 0:1 ნ.ძალამიძე (30), 0:2 ი.შეყილაძე (33), 1:2 (70)

საქართველო: გ.ნადირაძე, ნ.კვეკვესკირი, მ.ფუტკარაძე, თ.ჯიმშელეიშვილი, ნ.აფაქიძე (გ.ჭანტურია 68), ლ.ელიზბარაშვილი (მ.კობახიძე 60), ჯ.ანანიძე, ნ.ძალამიძე, კ.გაბაშვილი (ბ.ამაშუკელი 48), ლ.ჩაფიძე (დ.ხოჭოლავა 62), ი.შეყილაძე (ნ.ჯიშკარიანი 58)

მწვრთნელი: გელა შეყილაძე

მსაჯი: ა.შტრაუბი (ავსტრია)