სიახლეები

U–19 პორტუგალიაში

გაუზიარე

ხვალ. დილით პორტუგალიაში, ქალაქ პორტუს ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება საქართველოს U–19 ნაკრები. ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთია: კახაბერ მეშველიანი, გიორგი ნადირაძე, მამუკა კობახიძე, სოლომონ კვირკველია, დავით ხოჭოლავა, ავთანდილ ბრაჭული, ლევან ელისბარაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, თორნიკე ოქრუაშვილი, ზვიად სიხარულია, ვალერი გაზაშვილი, ლაშა ჩაფიძე, ლაშა კუკავა, არჩილ ტვილდიანი, ლადო ბიწაძე, ირაკლი ხუბუა, გიორგი ჩელებაძე, ბაქარ მირცხულავა, გიორგი დიასამიძე.



14 აპრილი საქართველო – რუსეთი

15 აპრილი პორტუგალია – საქართველო

17 აპრილი ბულგარეთი საქართველო



ვლადიმერ გუცაევი – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი – თურქეთში ჩატარებული პირველი შეკრებისა და საკონტროლო მატჩების შემდეგ ჩვენს გუნდში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა და ეს ბუნებრივი პროცესია.



აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პორტუში მეტოქეთა გუნდები 1991 წელს დაბადებული ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი, ესეიგი ჩვენს ბიჭებზე უფროსები არიან. ბუნებრივია, მძიმე მატჩები მოგველის.



პორტუს ტურნირის შემდეგ, ჩვენი გუნდის მომზადება ინტენსიურად გაგრძელდება, გვექნება საკონტროლო მატჩები ბელორუს თანატოლებთან და ოქტომბერში ისევ პორტუგალიაში, ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ვითამაშებთ.