სიახლეები

ამხანაგური მატჩები საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრ

გაუზიარე

დღეს დილით საქართველოს 19- წლამდელთა ეროვნული ნაკრები (01.01.1991 დაბადებულები) ესტონეთში გაემგზავრა, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ესტონეთის 19-წლამდე ნაკრებთან. თამაშები 4 და 6 აგვისტოს ესტონეთის ქალაქ რაკვერეში გაიმართება.



7 აგვისტოს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ტალინიდან მინსკში გადაფრინდება, სადაც ბელორუსიის 19 წლამდე ნაკრებ გუნდთან 8 და 10 აგვისტოს ასევე ორ ამხანაგურ შეეხვედრას ჩაატარებს.



15-დან 31 ივლისის ჩათვლით საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გელა შეყილაძემ შეკრება სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში, ლაგოდეხში ჩაატარა, სადაც ის 19 ფეხბურთელი შეარჩია, რომლებიც ესტონეთთან და ბელორუსთან გასამართი 4 შეხვედრისათვის მოემზადება. ამ ეტაპზე უცხოეთში მოთამაშე ლეგიონერები ნაკრებში გამოძახებულები არ არიან.



გელა შეყილაძემ ესტონეთთან და ბელორუსთან გასამართი 4 შეხვედრისათვის შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:



მეკარეები: თორნიკე ნიორაძე (35 საფეხბურთო სკოლა); გიორგი ბეგაშვილი (ჩიხურა, საჩხერე)

მცველები: თორნიკე კაკუშაძე (ბაია ზუგდიდი); ნიკა კვეკვესკირი (ბაია ზუგდიდი); სოლომონ კვირკველია (თ. სულაქველიძის აკადემია); გივი ხაჩიძე (ზესტაფონი, ზესტაფონი); დავით კუბლაშვილი (ოლიმპიკი, თბილისი); დიმიტრი პაჭკორია (ბაია ზუგდიდი); ბიჭიკო გედენიძე (გაგრა)

ნახევარმცველები: ვილენ ჭრელაშვილი (35 საფ. სკოლა); გიგა წენგუაშვილი (დინამო თბილისი); ერეკლე კაჭახიძე (ლოკომოტივი თბილისი); პაატა ბალაძე (სტალიცა მოსკვა); ლაშა გვალია (კოლხეთი, ფოთი); გიორგი დიასამიძე (ნორჩი დინამო); ლუკა გუგუჩია (ბაია ზუგდიდი)

თავდამსხმელები: ნიკოლოზ ჩიხლაძე (ზესტაფონი, ზესტაფონი); ზურაბ გობეჯიშვილი (უგუნდო); ზურაბ ქურდობაძე (35 საფ. სკოლა)