სიახლეები

საქართველოს ნაკრები ზაურ სვანაძე მთავარი მწვრთნე

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრი ზაურ სვანაძე დაინიშნა.



ზაურ სვანაძემ 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გერმანელი სპეციალისტი ჰაინც ტოპმიოლერი შეცვალა. სვანაძის თანაშემწე გოჩა ჩიქოვანი იქნება, მეკარეთა მწვრთნელი კი დავით გვარამაძე.



ზაურ სვანაძეს, გოჩა ჩიქოვანსა და დავით გვარამაძეს სხვადასხვა დროს თბილისის ”დინამოში” უთამაშიათ. ზაურ სვანაძე 1981 წელს ”დინამოს” შემადგენლობაში თასების მფლობელთა თასის მფლობელი გახდა.